9:47 PM “ლივერპული” – “რეალს”: მორატა + ფული = სუარესს | |
![]() მერსესაიდული კლუბის ხელმძღვანელობა, მზადაა მადრიდელებთან მოლაპარაკებების დასაწყებად. შეგახსენებთ, ურუგვაელი თავდამსხმელი გვანიშნებს, რომ მას თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება სურს, რომელიც კვლავ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ამ შემთხვევაში, მისი შეძენის მთავარი კანდიდატი მადრიდის "რეალია”, რომელიც მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ინგლისელებს 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს, სხვა მოთამაშეების ყოველგვარი დათმობის გარეშე. ახლა Daily Mirror იუწყება, რომ "წითლებმა” სუარესის ფასი უნდა დაწიონ, იმ შემთხვევაში, თუ "სამეფო კლუბი” მათ ფულთან ერთად, ალვარო მორატასაც დაუმატებს. 20 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი გახლავთ, თუმცა მისი მომავალი მადრიდულ კლუბში, ოდნავ შემღვრეულად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ "რეალის” პოტენციურ შეტევის ხაზს, რომელსაც შესაძლოა სუარესიც შეემატოს. მორატამ თავად უკვე განაცხადა, რომ იგი სამუშაო ადგილის შეცვლას დააპირებს, თუკი მას პირველ გუნდში უფრო მეტი სათამაშო დრო არ მიეცემა. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |