11:39 AM
“ლივერპული”: პრობლემები ლაზარეთში



"წითლებმა” რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს.

ინგლისის ლიგის თასზე "ნოთს ქაუნთის” წინააღმდეგ გამართული რთული შეხვედრის შემდეგ, სადაც ბრენდან როჯერსის შეგირდებმა გამარჯვება მოიპოვეს, გუნდის ლაზარეთში რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნა.

მაგალითად, მატჩის მიმდინარეობისას ნახევარმცველებიდან ჯო ალენი, ხოლო მცველებიდან კოლო ტურე და ალი სისოხო დაშავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფეხბურთელთა გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი არ არსებობს, მერსესაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი მაინც იმედოვნებს, რომ ისინი "მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნებიან.

წყარო: Goal.com

ნანახია: 315 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: