12:55 PM “ლივერპული” ოსვალდოსთვის იბრძოლებს | |
![]() სკანდალური ფორვარდი შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს. "რომას” ფეხბურთელებთან და გუნდის მთავარ მწვრთნელთან აურელიო ანდრეაცოლისთან გამუდმებულმა კონფლიქტებმა "სტადიო ოლიმპიკოზე” 27-წლის თავდამსხმელის პაბლო ოსვალდოს მომავალს ბოლო მოუღო და კლუბმა სკანდალისტი უკვე ტრანსფერზე დააყენა. ადრე "ტოტენჰემის” მხრიდან ოსვალდოს მიმართ სერიოზულ ინტერესებთან დაკავშირებით შეგატყობინეთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლაში შესაძლოა "ლივერპულიც” ჩაერთოს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "წითლები” ლუის სუარესს დაკარგავენ, რომელმაც, ვითომდა, "რეალთან” პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. იტალიის ჩემპიონატში ოსვალდომ 29 მატჩი ჩაატარა და თავი 17 გატანილი გოლით გამოიჩინა. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |