10:56 PM
“ლივერპული” მხითარიანის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს



ინგლისურ კლუბს დონეცკის "შახტარის” შემტევი ნახევარმცველის შეძენა სერიოზულად სურს.

"ლივერპული” უკრაინულ კლუბს გენრიხ მხითარიანის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას უმზადებს. მერსისაიდელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, 20-22 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ამ ტრანსფერის ნაწილის დაფარვას ლივერპულელები "ვესტ ჰემში” ენდი კეროლის გაყიდვით გეგმავენ. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, მირჩა ლუჩესკუმ სომეხ ფეხბურთელს სატრანსფერო ფასი დაადო – 30 მილიონი ევრო.

რაც შეეხება თავად მხითარიანის პოზიციას, იგი ღიად "შახტარის” დატოვების სურვილს არ გამოთქვამს, თუმცა ამავდროულად არ მალავს იმასაც, რომ თავისი ძალების კონტინენტის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში მოსინჯვას ოცნებობს.

ცნობისათვის, გენრიხს დონეცკელებთან კონტრაქტი 2015-წელს ეწურება.

წყარო: The Sun,The Guardian

ნანახია: 358 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: