1:28 PM
"ლივერპული" ინსის გაფორმებასთან 5-6 მლნ ფუნტად ახლოსაა




"ბლექპულის" ნახევარმცველი ტომ ინსი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა გადაბარგდეს "ლივერპულში", იტყობინება Goal.com.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" 20-წლის შემტევი ნახევარმცველის გაფორმებასთან 5-6 მილიონ ფუნტ სტერლინგად ახლოსაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინსი, რომელიც "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილად ითვლება, "ბლექპულში" 2011-წელს სულ რაღაც 250 ათასი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელს ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბთან კონტრაქტი 2012/13 წლების დასრულების შემდეგ ეწურება.

მიმდინარე სეზონში ინსმა "ბლექპულის" მაისური 24 მატჩში მოირგო და 13 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 254 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: