3:43 PM
"ლივერპული" და "ნიუკასლი" "სუონსის" მცველით დაინტერესდნენ




"სუონსის" ცენტრალური მცველი და ამავდროულად კაპიტანი ეშლი უილიამსი იანვარში შესაძლოა,რომელიმე სხვა ინგლისურ კლუბში ვიხილოთ.

უელსის ეროვნული ნაკრების 28-წლის ცენტრალური მცველით "ნიუკასლი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.მიუხედავად ამისა,უილიამსი ლივერპულურ კლუბში გადასვლასთან უფრო ახლოსაა,რადგან "ლივერპულის" ამჟამინდელი თავკაცი ბრენდან როჯერსი მას ძალიან კარგად იცნობს,მოგეხსენებათ,როჯერსი უილიამსთან ერთად სწორედ უელსურ კლუბში მუშაობდა,იტყობინება Sky Sports.

ინგლისური ტოპ-კლუბების უელსელი მცველით დაინტერესება იმით აიხსნება,რომ მიმდინარე სეზონში იგი პრემიერ ლიგაში დარტყმების ბლოკირებით,ართმევით და მცველებს შორის ზუსტი პასების რაოდენობით ლიდერობს.

მაგრამ,"სუონსი" ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და ამას ხელს ისიც უწყობს,რომ მას კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში უილიამსმა პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: