9:46 PM “ლივერპული” ახალგაზრდა ესპანელს ყიდულობს | |
![]() თავდამსხმელი ლუის ალბერტო ინგლისში გადაბარგებასთან ახლოსაა. იტალიური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ლივერპული” 20-წლის პერსპექტიულ ფორვარდ ლუის ალბერტოსთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში პრიმერა დივიზიონის მხოლოდ ხუთ შეხვედრაში გამოჩნდა მოედანზე, "სევილიას” ეკუთვნის, გასული სეზონი კი არენდის წესით "ბარსელონას” მეორე გუნდში გაატარა. სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 38 მატჩში ფორვარდმა 11 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავად ლუის ალბერტოსთან "წითლებმა” პირადი ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს და ახლა "ლივერპულს” ისღა დარჩენია "სევილიას”, რომელიც თავის ფეხბურთელს 9 მილიონ ევროდ აფასებს, ამ ტრანსფერის ფასზე შეუთანხმდეს. თუმცა მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჯერჯერობით ესპანური კლუბი მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს, რადგან ანდალუსიელების მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ალბერტოზე დიდ იმედებს ამყარებს. წყარო: El Mundo Deportivo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |