9:21 PM “ლივერპული”: 30 მლნ და შემდგომი გაყიდვის 50% ვილიანის სანაცვლოდ | |
![]() "წითლები” ბრაზილიელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებასთან ახლოს არიან. ტელეარხ Sky-ის ცნობილი საფეხბურთო ტრანსფერების ექსპერტი, ჯანლუკა დი მარციო საკუთარი ოფიციალური საიტის მეშვეობით იუწყება, რომ "ლივერპულმა” "ანჟის”, ვილიანის ტრანსფერთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა. დი მარციო აცხადებს, რომ "წითლები” მზად არიან ბრაზილიელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ და მახაჭკალელებს ფეხბურთელის შემდგომი შესაძლო გაყიდვის 50%-ს შეჰპირდნენ, თუმცა ერთი პირობით. "ანჟი” 50%-ს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ "ლივერპული” ვილიანს 30 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ გაყიდის. შეგახსენებთ, ვილიანისთვის "ტოტენჰემი”, "ზენიტი” და რაც არ უნდა საინტერესო იყოს, "შახტარიც” იბრძვიან. ცნობისთვის, 25-წლის ნახევარმცველი "ანჟიში” ჯერ მხოლოდ 2013-წლის ზამთარში გადაბარგდა, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ. წყარო: Gianluca Di Marzio | |
|
სულ კომენტარები: 0 | |