9:35 PM
ლისანდრო ლოპესი “ლიონის” დატოვებას აპირებს



თავდამსხმელი მზადაა ამ ზაფხულს სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელის გადაბირებით ჯერ კიდევ იანვრის თვეში "იუვენტუსი”, "ფიორენტინა” და "რომა” იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა "ლიონმა” 30-წლის ბომბარდირი არ გაუშვა. ახლა კი, ფიზიკური კრიზის გათვალისწინებით არგენტინელის შენარჩუნება, რომელსაც კონტრაქტი 2014-წლის ივლისის თვეში ეწურება, ძალიან ძნელი იქნება.

გარდა ამისა, თავად ლისანდრომაც გამოთქვა სურვილი სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით:

"არაა შესაძლებელი ის ვარიანტი, რომ მე თამაშს "ლიონში” გავაგრძელებ. სეზონის დასრულების წინ პრეზიდენტთან და მთავარ მწვრთნელთან შეხვედრას ვგეგმავ, ამის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდება”.

ლოპესის ხელში ჩაგდების ახალ პრეტენდენტებად "ტოტენჰემი” და "მონაკო” მოიაზრებიან.

ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: