9:40 AM ლიპი: “ამჟამად იტალიურ ფეხბურთში ძალიან ბევრი ლეგიონერი თამაშობს” | |
![]() იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი არასაჭირო ლეგიონერების წინააღმდეგია. მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ ლეგიონერების შემოდინება პერსპექტიული იტალიელი ფეხბურთელების განვითარებას აფერხებს. "სკუადრა აძურას” ექს-თავკაცმა სერია ა-ს კლუბებს ფსონის იტალიელ ახალგაზრდებზე გაკეთებისკენ მოუწოდა. ლიპის აზრით, ლეგიონერების მოსვლა, რომლებიც კლასით ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს ჩამორჩებიან, შესაძლოა იტალიური ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას ზიანი მიაყენოს. "ამჟამად იტალიურ ფეხბურთში ძალიან ბევრი ლეგიონერი თამაშობს. ჩეზარე პრანდელის ამ საკითხში ვეთანხმები, – აცხადებს ლიპი. – გუნდს უპრობლემოდ შეუძლია მაღალი დონის უცხოელი ფეხბურთელის შეძენა, თუმცა, თუ ლეგიონერებს იმის გამო ყიდულობენ, რომ მათ სხვა პასპორტი აქვთ, მაშინ ეს არასწორია”. "მახსოვს, როდესაც ჩირო ფერარა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა მას ფეხბურთელების სერია ბ-დან და ც-დან გამოძახების გარდა, სხვა ვარიანტები არ ჰქონდა. შეიძლება ამ სიტუაციაში კვლავ აღმოვჩნდეთ”. წყარო: La Gazzetta dello sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |