10:15 PM
ლიოვი გერმანიასთან გაახანგრძლივებს



დიდი ალბათობით, იოაჰიმ ლიოვი ბუნდესთიმს 2016-წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციისა და ლიოვის ამჟამინდელი მოქმედი ხელშეკრულება 2014-წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მხარეები კონტრაქტის 2018-წლამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, რაც თავად სპეციალისტმაც დაადასტურა.

"გერმანიის ფეხბურთის ასოციაციისგან ზარი არ შემომსვლია, მაგრამ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ჰელმუტ სანდროკთან შეხვედრა მქონდა. ჩვენ რამოდენიმე დეტალზე ვისაუბრეთ, რომლებიც თანამშრომლობის გახანგრძლივებისთვისაა საჭირო”, – განაცხადა იოაჰიმ ლიოვმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006-წლიდან უდგას სათავეში. მას თავისი გუნდი თითოეულ საერთაშორისო ფორუმზე ღირსეულად გაჰყავს, სადაც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი არ მოუგია, ბუნდესთიმს ტიტულთან ყოველთვის ერთი ნაბიჯიღა აშორებს…

წყარო: Kicker



ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: