7:54 AM ლიორენტე ტურინში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის | |
![]() უახლოეს დღეებში, ფერნანდო ლიორენტე "იუვენტუსის” შემადგენლობაში ოფიციალურად ჩაირიცხება. უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილია, რომ ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ლიორენტე პირველი ივლისიდან ტურინის "იუვენტუსს” შეუერთდება. ახლა კი, ფერნანდო უკვე ტურინშია, რათა ოფიციალური პროცედურები გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს. ორშაბათს, ლიორენტე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი, ტურინელებთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და სამშაბათს, "ბებერი ქალბატონი” მის თავს გულშემატკივრებს წარუდგენს. შეგახსენებთ, თავდამსხმელის სანაცვლოდ, "იუვენტუსი” ერთ ცენტსაც არ გადაიხდის. წყარო: Juventus.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |