4:51 PM ლიონელ ანდრეს მესი (ნაწილი 2) | |
![]() გთავაზობთ მესის ბიოგრაფიის მეორე ნაწილს.
ადრეული ცხოვრება... ლეო მესი დაიბადა ქალაქ როსარიოში, "სანტა ფე"-ს პროვინციაში. მისი მამის სახელი ხორხე ჰორაციო მესია, რომელიც ფოლადის ქარხანაში მუშაობს, დედას კი სელია მარია კუჩიტინი ჰქვია, ის დამლაგებლად მუშაობს. მესის ოჯახი იტალიის ქალაქ ანკონას უკავშირდება, საიდანაც მათი წინაპარი ანჯელო მესი ემიგრაციაში წავიდა 1883 წელს. ლეოს ორი უფროს ძმა-როდრიგო და მატიასი, ხოლო ერთი და მარია სოლი ჰყავს. ხუთი წლის ასაკში, მესიმ ფეხბურთის თამაში "გრანდოლში" დაიწყო. ეს ადგილობრივი კლუბი იყო, რომლის მწვრთნელიც ხორხე ჰორაციო (მესის მამა) გახლდათ. 1995 წელს, მესი "ნიუელს ოლდ ბოისში" გადავიდა, რომელიც როსარიოს ოფიციალური კლუბი იყო. სულ მალე, იგი გახდა ადილობრივი გუნდის ნახევარი ძალა. მან სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, როდესაც მისი დაბადების დღე იყო. 11 წლის ასაკში, მესის ჰორმონის დეფიციტის ზრდის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სიმაღლეში გაზრდას უშლიდა ხელს. ლეოს ოჯახს არ ჰქონდა ოპერაციის ფული, რომელიც თვეში 900$-ს შეადგენდა. კარლეს რექსაჩმა, "ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, იცოდა ამ ფეხბურთელის ნიჭი და მისით დაინტერესებული იყო. რექსაჩმა მესის ოჯახს ოპერაციის ფული შესთავაზა, სანაცვლოდ კი ისინი ესპანეთში უნდა გადმოსულიყვნენ. მშობლებს სხვა გზა არ ჰოქნდათ, ამიტომაც ისინი ესპანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შემდეგ, კი ლეო "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიკაში ჩაირიცხა. მეორე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |