გთავაზობთ ლეო მესის რამდენიმე ნაწილიან ბიოგრაფიას.
ლიონელ ანდრეს მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. იგი ამჟამად "ლა ლიგის" ჩემპიონატში "ბარსელონას" შემადგენლობაში გამოდის. არგენტინელი ვარსკვლავი საკუთარი ნაკრების კაპიტანია და ის ძირითადად თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. იგი არის "ბარსელონას" ყველა დროის ბომბარდირი, როგორც ოფიციალურ, ისე ამხანაგურ მატჩებში. 2009 წელს, 21 წლის ასაკში, ლეომ "ფიფასგან" პირველი "ოქროს ბურთი" მიიღო, შემდეგ კი იგივე ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო.
მესი ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელსაც "ოქროს ბურთი" სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო მეორეა, რომელსაც ეს ტიტული ზედიზედ სამჯერ აქვს მიღებული. ლეომ მოიგო: 5-ჯერ "ლა ლიგა", ორჯერ "კოპა დელ რეი", ხუთჯერ "ესპანეთის სუპერთასი", სამჯერ "ჩემპიონთა ლიგა", ორჯერ "უეფას სუპერ თასი" და ორჯერ "საკლუბო მუნდიალი".
2012 წელს ლეომ "ჩემპიონთა ლიგაში" რეკორდი მოხსნა. მან ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. მესიმ ასევე მოხსნა ხოსე ალაფინის რეკორდი, რომელსაც "ჩემპიონთა ლიგაზე" ერთ სეზონში 14 გოლი ჰქონდა გატანილი. ასევე დაამყარა მსოფლიო რეკორდი: 2011-12 სეზონში, მან ყველა ტურნირში ერთად 73 გოლი გაიტანა, ხოლო "ლა ლიგის" წინა სეზონში, მას 50 გოლი დაუგროვდა.
ლეო ასევე ბომბარდირი გახდა 2005 წელს "ფიფას ახალგაზრდა ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე". 2006 წელს, იგი ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო "ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი" და შემდეგ "კოპა ამერიკა". 2008 წელს, მან მიიღო თავისი პირველი საერთაშორისო ჯილდო, ოლიმპიური ოქროს მედალი, არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად. Sportspro-მ ლიონელ მესი მესამე საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა მთელს მსოფლიოში. მისი სათამაშო სტილი დიდად არ განსხვავდება დიეგო მარადონასგან, რომელმაც მესი მის "მემკვიდრედ" აღიარა.
გაგრძელება იქნება...