4:22 PM ლევანდოვსკის ინგლისში სურს | |
![]() იმ ოთხი გოლის წყალობით, რომელიც "ბორუსია დორტმუნდის” პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვკიმ "მადრიდის რეალს” გაუტანა თავისი სახელი ევროპაში გაიჭრა. 24 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა, ამ სეზონში, გერმანიაში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომელიც რობერტის შემძენად ითვლება, ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი”. ლევანდოვსკიმ თქვა, რომ მას სურს პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ საკითხავია, გაუშვებს, თუ არა "ბორუსია დორტმუნდი” გუნდის გოლეადორს. "მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ. რობერტ მომავალში პრემიერლიგაში თამაში სურს. მისთვის ეს ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია”-განაცხადა რობერტის აგენტმა, მალიკ ბარტელმა The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში. "როდის დადგება ის მომავალი? არ ვიცი, ჯერ-ჯერობით არა”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |