10:27 AM ლევანდოვსკიმ “რეალში” გადასვლაზე უარი განაცხადა | |
![]() დორტმუნდის "ბორუსიას” ფორვარდმა სამეფო გუნდისგან შემოთავაზება არ მიიღო. როგორც Sky Italia იუწყება, "რეალმა” გერმანულ მხარესთან მოილაპარაკა და 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ პოლონელ თავდამსხმელს ყიდულობდა, თუმცა თავად ლევანდოვსკიმ არ გამოთქვა მადრიდულ გრანდში თამაშის სურვილი. შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე კონტრაქტი შემდეგ წელს ეწურება, ხოლო მისით ადრე "ბაიერნი” და "მანჩესტერ იუნაიტედი” იყო დაინტერესებული. "დორტმუნდი” წინააღმდეგი სულაც არაა, თავდამსხმელის გაყიდვის ხარჯზე სერიოზული თანხა იშოვნოს, თუმცა ამასთანავე უშუალო კონკურენტის "ბაიერნის” გაძლიერებას არ აპირებ. წყარო: Sky Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |