4:03 PM ლევანდოვსკი “სიტიში”? | |
![]() პოლონელი თავდამსხმელის ბედი კვლავ გაურკვეველია… ლევანდოვსკის წარმატებული სეზონის შემდეგ, პოლონელი ფრორვარდით უამრავი გრანდია დაინტერესებული. ამ საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედთან”, მადრიდის "რეალთან” და "ბაიერნთან” ერთად დიდ აქტიურობას იჩენს "წითელი ეშმაკების” თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტი”, რომლებიც ამ ტრანსფერის განხორციელების სანაცვლოდ ჯიბის გათხელებას 25.5 მილიონი ფუნტით აპირებენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ამ შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დეტალი: საქმე იმაშია, რომ თუ 24 წლის შემტევი "ქალაქელების” რიგებში ჩაირიცხება, "სიტის” ბოსები მზად არიან პოლონელს ხელფასის სახით კვირაში 200.000 ფუნტი გადაუხადონ, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურებაა არა მარტო "სიტიში”, არამედ მთელს ინგლისში. ასევე, ლევანდოვსკით დაინტერესებულია მეორე მანჩესტერული კლუბიც. თუმცა, "ოლდ ტრაფორდის” მობინადრენი, ამ საქმეში გაცილებით უფრო პასიურები არიან. შესაბამისად, მცირეა იმის ალბათობა, რომ მომავალ სეზონში "ბორუსიას” თავდამსხმელი "იუნაიტედის” რიგებში ვიხილოთ, თუმცა გამორიცხული არაფერია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |