11:37 AM
ლევან ხმალაძე: "თუ ასე გავაგრძელეთ, ჩემპიონები გავხდებით"

ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "დინამო" მეორე წრის პირველი მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება. მე-12 ტურის წინ Geosports.ge დინამოელებს - ლევან ხმალაძესა და გიორგი სეთურიძეს ესაუბრა. თბილისელებში საბრძოლო განწყობაა.

ლევან ხმალაძე: "ზესტაფონთან" თამაშს და მსაჯობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ იქ ჯარიმა იყო და წითელი ბარათიც დამსახურებულად იქნა ნაჩვენები. ბევრ მომენტში არბიტრი სწორედ ჩვენ წინააღმდეგ ცდებოდა, ასე რომ გამარჯვება დაუმსახურებელი არ ყოფილა.

ზოგადად პირველ წრეს დადებითად შევაფასებ, მხოლოდ ერთი მარცხი და ორი ფრე, ისსც ყველა გასვლაზე, ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ ჩემპიონები გავხდებით.

რთული თამაში გველის, ჩვენი და "მეტალურგის" დაპირისპირება ყოველთვის მძიმე ბრძოლით გამოირჩვეა, მჭიდრო და უხეში ფეხბურთი. თუმცა მგონია, რომ მაყურებელი არ ინანებს სტადიონზე მოსვლას. შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია, მეტოქესთან ჩამორჩენა 1 ქულაა, ამიტომ მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, გამომდინარე იქედან რომ "ტორპედოსაც" მძიმე გასვლა ელის ზუგდიდში, შანსი გვაქვს უპირატესობა გავზარდოთ, ამიტომ მთელი გუნდი მაქსიმალური მობილიზებული და მზადყოფნაში ხვდება ხვალინდელ დაპირისპირებას". 

გიორგი სეთურიძე: "დინამოს" წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებულად თამაშობს. "მეტალურგი" უხერხული მეტოქეა, დინამოსთან ყველა განსაკუთრებულად ინდომებს თამაშს და ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც ასე იქნება, მიუხედავად იმისა რომ რუსთაველებს მცირე ჩავარდნა აქვთ, ეს გუნდი ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ხვალ ძალიან რთული თამაში გველის.

პირველი წრე ურიგო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა უფრო მეტი ქულა შეიძლება გვქონოდა, შემდგომ თამაშებში მაქსიმალური მონდომება გვმართებს საბოლოო მიზნის მისაღწევად".

ოთარ მუმლაძის ფოტო
 

წყარო: მალხაზ გედევანიშვილი ,Geosports.ge

ნანახია: 271 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჩემპიონები გავხდებით, ლევან ხმალაძე: თუ ასე გავაგრძელეთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: