თბილისის "დინამოს" სტაჟიანმა წევრმა, ლევან ხმალაძემ, "სიონთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"როდესაც "დინამო" ხარ, ყველა შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად უნდა გამოხვიდე, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე. ვიცოდით, რომ თუ კი სწრაფი გოლის გატანას ვერ მოვახერხებდით, კიდევ უფრო გაჭირდებოდა მეტოქის კარის დალაშქვრა და პირველივე წუთებიდან შევუტიეთ. საბედნიეროდ გაამართლა ჩვენმა ჩანაფიქრმა და მეტოქეს დიდი ანგარიშით მოვუგეთ", -განაცხადა ხმალაძემ.
"25 წუთში უკვე სამბურთიანი უპირატესობით ვიგებდით. კარგია, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები გავხდით. ძალიან რთული ჩემპიონატია და უშუალო კონკურენტებთან 3 ქულიანი უპირატესობა ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა გველის – მთავარი შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვაქვს".

წყარო: fcdinamo.ge