4:25 PM ლეონარდოს არბიტრის თავდასხმის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება | |
![]() "პსჟ”-ს სპორტულმა დირექტორმა "ვალენსიენთან” მატჩის დასრულების შემდგომ "თავი გამოიჩინა”. საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით, "ვალენსიენთან” (1:1) გამართული მატჩის შემდეგ ლეონარდომ არბიტრ ალექსანდრ კასტროს მუშაობით უკმაყოფილება ორიგინალურად გამოხატა, ვითომდა სატრიბუნო ოთახში მის მხარზე ხელი მოუხვდა. ეს ინციდენტი უყურადღებოდ არ მიუტოვებიათ და დისციპლინარულმა კომიტეტმა ბრაზილიელს იმ ყველა თანამდებობაზე, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება, მუშაობა 16 მაისამდე აუკრძალა, როდესაც საქმის შემდგომი მოსმენა გაიმართება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ლეონარდოს ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან. ამადროულად, "პარი სენ ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ, რომელიც იმავე შეხვედრაში მოედნიდან არბიტრის ერთ-ერთი გადაწყვეტილების ძალიან უხეში აღნიშვნის გამო გააძევეს, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით პარიზელების მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდი "ბრესტსა” და "ლიონს” დაუპირისპირდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |