1:27 PM
ლენონი: "ბურთს და ტერიტორიას "ბარსელონას" დავუთმობთ"

შოტლანდიური "სელტიკის" თავკაცმა, ნილ ლენონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–4 შეხვედრის წინ განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის წარმატების იმედი აქვს.

 

"კატალონიურ გუნდთან თამაშისას აუცილებელია საუკეთესო დონის ჩვენება, მაქსიმალური დატვირთვით თამაში და კონცენტრაცია, მაგრამ ხშირად გამარჯვებისვის საკმარისი ესეც არ არის. მიუხედავად ამისა ამ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ დღეს "ბარსელონა" იღბლიანი არ იქნება. ჩვენ ნებით დავუთმობთ მეტოქეს ბურთს და ტერიტორიას, რადგან ისინი ამ ასპექტებში საუკეთესონი არიან. ჩვენი შანსების გამოყენებას კონტრ–შეტევაზე შევეცდებით. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, "ბარსელონა" ასეთ თამაშს უბრალოდ გაიძულებს" – განაცხადა ლენონმა.

ნანახია: 320 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ლენონი: ბურთს და ტერიტორიას ბარსელო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: