2:50 PM
ლემპარდი: "მოედანზე გავდიოდით და არ ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე"


ლონდონის "ჩელსის" ჰავბეკმა დანიურ "ნორდშელანდთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა.

"ეს ჩვეულებრივი თამაში არ ყოფილა. მოედანზე გავდიოდით და არ ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე, მითუმეტეს, საკუთარი თავი დავაჯერეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი გუნდი იდგა", -განაცხადა ფრენკ ლემპარდმა. 

"კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მატჩის მიწურულს გოლებსაც ველოდით. ველოდით და ვიცოდით, რომ გავიტანდით".

აგრეთვე, ფრენკმა იმედი გამოთქვა, რომ "ჩელსი" გახდება პირველი გუნდი ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაიცავს: "ეს დაუჯერებლად რთული ამოცანაა, თუმცა, ნათელია, შანსი გვაქვს. საკუთარი ძალების გვწამს და ჩვენი თამაშიც ნაპოვნი გვაქვს ამ სეზონში. ჯერჯერობით ყველაფერი ამისაკენ მიდის".
 

წყარო: Sky Sports

ნანახია: 285 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ვისთან გვქონდა საქმე, ლემპარდი: მოედანზე გავდიოდით და არ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: