ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ფეხბურთის ლეგენდებს, რომლებიც კვლავ აგრძელებენ პროფესიონალურ კარიერას.
10. ლუიშ ფაბიანო
მაშ ასე,ათეული ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფაბიანომ გახსნა, რომლის სახელიც "სევილიაში” ოქროს ასოებით ამოიტვიფრა. მან "დალაქების” რიგებში 149 მატჩი ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა პოპულარობა 2006 წელს მოიპოვა, როდესაც მან უეფას თასის ფინალში გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში კი ესპანეთის ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა. ახლა ის "საო პაოლოში” თამაშობს. ლუის ფაბიანუ გუნდის ისტორიაში მეშვიდე ადგილს იკავებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი. ბრაზილიელს ეროვნულ ნაკრებში 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქედან 28 ჯერ გოლით დაგვამახსოვრა თავი.

9.დავიდ ტრეზეგე
"მონაკოს” და შემდეგ უკვე "იუვენტუსის” ლეგენდას მსოფლიო ჩემპიონატის თასიც აქვს აღმართული. "ბებერი ქალბატონის” მაისურით გატანილი 138 გოლის და 11 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2010 წელს იგი ლა ლიგაში ახლად აღზევებულ "ჰერკულესში” გადავიდა, რის შემდეგაც იყო არაბეთის "ბანიასი” და ბოლოს მისი ამჟამინდელი კლუბი "რივერ პლეიტი.” არგენტინულ კლუბში ნათამაშები 29 შეხვედრაში მას 14 გოლი დაუგროვდა. ტრეზეგეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 71 შეხვედრაში 34 ბურთი აქვს გატანილი.

8.დიდიე დროგბა
შეიძლება ყველა დროის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელს, დიდიე დროგბას მოგებული აქვს 3 პრემიერ ლიგა, 4 ფა ქაფი და 1 ჩემპიონთა ლიგის ტიტული. მისი ყოფილი კლუბებია ფრანგული "ლე მანი”, "გუინგამპი”, "მარსელი”, "ჩელსი” და "შენხუა”. ამჟამად იგი თურქული "გალათასარაის” ფორმით გამოდის. კოტ დიუარელ ფეხბურთელს, ეროვნულ ნაკრებში 95 შეხვედრაში 60 გოლი აქვს გატანილი.

7.დიეგო ფორლანი
59 გოლი "ვილიარეალში” და 96 მადრიდის "ატლეტიკოში” საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, გამხდარიყო ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთის პრიზიორი, იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ურუგვაის ეროვნული ნაკრების ისტორიაში. მისი დამსახურებით 2010 წლის მსოფლიო ჩემპონატზე ნაკრები ნახევარ ფინალამდე გავიდა, შემდეგ კი ჰოლანდიასთან მძიმე ბრძოლაში გამოეთიშა გათამაშებას. მას ასევე ნათამაშები აქვს ისეთ გრანდებში, როგორებიცაა მანჩესტერ "იუნაიტედი” და "ინტერი”. ამჟამად იგი ბრაზილიურ "ინტერნასიონალში” ირჯება.

6.დეკო
პორტუგალიის, ესპანეთის და ინგლისის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებული და ასევე 2 ჩემპიონთა ლიგის მედლის მფლობელი. ასეთი შთამბეჭდავია პორტუგალიელი ნახევარმცველის კარიერა. მისი ფანტასტიური თამაშის წყალობით, იგი ჩაწერილია "ბარსელონას” ისტორიაში ისეთი ლეგენდების გვერდზე, როგორებიც არიან რივალდო, რონალდინიო, რონალდო, მარადონა და კრუიფი. იგი ასევე არის მეორე ადგილოსანი 2004 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. დეკოს ამჟამინდელი კლუბი ბრაზლიური "ფლუმინენსეა.”

5.კლარენს ზედორფი
ზედორფი აქტივშია 20 ზე მეტი ტიტული, არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მოპოვებული აქვს 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული, 3 სხვადასხვა კლუბში. ასევე მას მოგებული აქვს ეროვნული ჩემპიონატები და თასები "აიაქსის”, "რეალის” და "მილანის” რიგებში. ის ასევე თამაშობდა "ინტერში” და "სამპდორიაში”. "მილანში” გატარებული 10 წლის შემდეგ იგი გადავიდა ბრაზილიურ "ბოტაფაგოში” სადაც დღემდე თამაშობს. მას უკვე 26 თამაშში 17 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას ამჟამად ჩამშლელ ნახევარმცველად ათამაშებენ.

4.ტიერი ანრი
ლონდონის "არსენალის” (და არამარტო) ლეგენდას, მოგებული აქვს ლიგა 1, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, უეფა ჩემპიონთა ლიგა და ამერიკის ნაციონალური გათამაშება. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მონაკოს, იუვენტუსის, არსენალის და ბარსელონას ყოფილი და ამჟამად ნიუ იორკ რედ ბულზის მოთამაშის. მისი ინდივიდუალური ტიტულები 25-ს აჭარბებს, რომლების ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. ტიერის საფრანგეთის ნაკრებში 123(!) შეხვედრა აქვს ჩატარებული და 51 გოლი გატანილი.

3.ალესანდრო დელ პიერო
დელ პიეროს მართლაც საოცარი კარიერა ჰქონდა. "იუვენტუსის” ლეგენდას გუნდში დებიუტი 17 წლისას ჰქონდა. იტალიელი იმ მცირერიცხოვანი ფეხბურთელების სიაშია, რომლებიც კლუბს გაჭირვების ჟამს გვერდზე ედგნენ. როდესაც "ბებერი ქალბატონი” სერია ბ-ში დაქვეითდა, მან სხვა რამოდენიმე მოთამაშესთან ერთად გუნდი დააბრუნა იტალიის უმაღლეს დივიზიონში. "იუვენტუსის” რიგებში გატანილი გოლების რაოდენობით (290) იგი პირველია კლუბის ისტორიაში. მას მოგებული აქვს 6 სერია ა-ს ტიტული, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი.
2012 წლის 5 სექტემბერს, მან 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გუნდი დატოვა და 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ავსტრალიურ "სიდნეისთან”.

2.რაული
ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთ დიდებული ფეხბურთელს, რომელიც მოღვაწეობის პერიოდშივე ლეგენდადაა წოდებული, 6 ლა ლიგის და 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოპოვებული. თუმცა მისი კარიერის ყველაზე დიდი ლაქაა, რომ ამ ლეგენდას მსოფლიო ჩემპიონატის თასი არასდროს აღუმართავს. 16 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ მან კლუბი დატოვა და შეუერთდა გერმანულ "შალკეს” საიდანაც ყატარულ "ალ სადში” გადაბარგდა. რაულს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 44 გოლი აქვს გატანილი, რითიც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის დავიდ ვილას შემდეგ(56) მეორე ადგილს იკავებს.

1.რონალდინიო
გულწრფელი რომ ვიყო ვიტყვი, რომ საიტზე, რომლიდანაც ვხელმძღვანელობდი, სიაში გაუჩო მეორე ადგილს იკავებდა, რაულის შემდეგ. თუმცა ჩემი უდიდესი პატივისცემის და სიყვარულის გამო, ფეხბურთელი რომელმაც ეს სპორტი შემაყვარა პირველ ადგილზე დავაყენე. ზოგი დამეთანხმებით, ზოგი არა, თუმცა ჩემ გულში იგი ყოველთვის პირველ ადგილს დაიკავებს.
12 საკლუბო, 7 ეროვნული და 17 ინდივიდუალური ტიტული. მგონი საკმარისია ლეგენდა ვუწოდოთ, მისი თამაშიც რომც არ გვენახოს. "პსჟ” -ში თავის გამოჩენის შემდეგ, იგი გადავიდა კატალონიის "ბარსელონაში”, რის შემდეგაც იგი გახდა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 145 შეხვედრაში 70 გოლი რომ ფანტასტიური შედეგია ალბათ დამეთანხმებით, თუმცა ბრაზილიელის ლეგენდარულობა ალბათ მისი თამაშის სილამაზეშია. მან მხოლო 5 წელი დაჰყო "ბარსელონაში”, რის შემდეგაც ადგილი დაუთმო ამომავალ ვარსკვლავს და თვითონ "მილანში” გადაბარგდა. არც ისე წარმატებული კარიერის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა, ჯერ "ფლამენგოში” შემდეგ კი "ატლეტიკო მინეიროში”, რომელშიც ახლაც თამაშობს. მან 33 შეხვედრაში 11 ბურთის გატანა მოახერხა.

Highlights