"ლაციოს" შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში ხუთი ქულა ჩამოაჭრან, იტყობინება Corriere dello Sport.
რომაული კლუბის ნახევარმცველმა და კაპიტანმა სტეფანო მაურიმ საფეხბურთო მატჩებზე ფსონი დადო, თუმცა განაცხადა, რომ მან მხოლოდ ტენისისა და კალათბურთის შეხვედრებზე გააკეთა ფსონი. იტალიური პრესის ინფორმაციით, გამოცდილმა ფეხბურთელმა ფსონები საკუთარი კლუბის, "ჯენოასა" და "ლეჩეს" მატჩებზე დადო, რის გამოც შესაძლოა იტალიის საფეხბურთო ფედერაციამ "ლაციოს" სერია ა-ში 5 ქულა ჩამოაჭრას.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სტეფანო მაური იტალიაში აგორებული სკანდალის გამო დააკავეს, სადაც მას გარიგებული მატჩების მონაწილეობა დააბრალეს, თუმცა შემდეგ გაამართლეს.