11:56 AM ლაშა დვალი: “ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ” | |
![]() საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა გუშინ ბელგიელ თანატოლებს 2–0 მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. გუშინდელ გამარჯვებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ისტორიული, რადგან ქართველმა ფეხბურთელებმა გმირობა ჩაიდინეს და ფეხბურთელებთან ერთად მსაჯებსაც მოუგეს. გუშინდელი მატჩისთვის გია ცეცაძის განკარუგლებაში მხოლოდ 13 ფეხბურთელი იყო, აქედან ერთი მეკარე და ერთი მინდვრის მოთამაშე. წარმოიდგინეთ, თამაშის წინ რა რთული ამოცანის წინაშე იდგა 19-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი. თუმცა მონდომებისა და კლასის ხარჯზე, ჩვენმა ბიჭებმა ბელგიელი თანატოლები აშკარად დაჯაბნეს და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, Geosports.ge-სთან კომენტარი ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა გააკეთა. ამ თამაშების შემდეგ გუნდში კიდევ უფრო კარგი განწყობაა და გვჯერა, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია. ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად გავახაროთ”. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ლიტვა 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოთარ მუმლაძე, Geosports.Ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |