5:14 PM
ლამპარდი და "ჩელსი": მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით დაიწყო




ფრენკის ჩატარებულმა ბოლო რამოდენიმე საოცარმა მატჩმა "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა მოხიბლა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ნახევარმცველთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

ბრიტანული მასმედია იტყობინება, რომ "ჩელსის" ფუნქციონერებმა ნახევარმცველთან ფრენკ ლამპარდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის გუშინდელი სათასო მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ლამპარდი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანა მოახერხა პენალტით.

ლონდონური კლუბის წარმომადგენლება ასევე უარყვეს გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ "ჩელსი" ნახევარმცველს ხელფასის დაკლებას უპირებს, რომელიც ახლა 150 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს კვირაში.

"ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით ჩვენ კლუბის არცერთ ფეხბურთელთან არ გვიწარმოებია მოლაპარაკებები",-განაცხადა ანონიმურმა ადამიანმა Daily Mail-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის "ჩელსიში" დარჩენას ისიც უწყობს ხელს, რომ "არისტოკრატების" გულშემატკივრები მას დიდად აფასებენ და მისი დარჩენა სურთ.

გუშინდელ მატჩში "წმინდანებთან" გულშემატკივრები შემდეგ ფრაზას სკანდირებდნენ" Sing him up", რაც გადათარგმნით ქართულად "გაიფორმეთ იგი"-ს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შეთანხმების თანახმად ლამპარდს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2013-წლის ივნისში ეწურება.
 
ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: