11:01 PM
ლამპარდი ჩინეთიდან 20 მილიონიან შემოთავაზებას არ დათანხმდა



ჩინურმა "გუინჩჯოუ ჯენიხემ" მიუხედავად წარმოუდგენელი შეთავაზებისა ლონდონის "ჩელსის" ვეტერანი ფეხბურთელი მაინც ვერ დაითანხმა.

მოგეხსენებათ, რომ "ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ფრენკ ლამპარდისთვის ბრძოლას კი ევროპის ძალიან ბევრი კლუბი განაგრძობს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გადაბირებით ჩინური კლუბიც დაინტერესდა.

ეს ჩინური კლუბი "გუინჩჯოუ ჯენიხეა", რომელიც 34-წლის ნახევარმცველს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს და მზადაა წელიწადში ხელფასის სახით წარმოუდგენელი თანხა 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ შეთავაზების შემდეგ, ჩინური კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელი აზიაში გადაბარგებას დათანხმდა და უახლოეს დროში ეს ტრანსფერი შედგებოდა, ფრენკი კი "გუინჩჯოუს" კაპიტნის სამკლაურს მოირგებდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ლამპარდმა გადწყვიტა ეს შემოთავაზება უარით გაესტუმრებინა და სხვა შემოთავაზებები განეხილა, რომელიც მას ამერიკიდან და ინგლისიდან აქვს შემოსული, კერძოდ კი "ლოს-ანჯელეს გელექსიდან" და "მანჩესტერ იუნაიტედიდან". ფრენკის ამ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ კი, ჩინური კლუბის ხელმძღვანელობა გამოტყდა, რომ "არისტოკრატების" ვარსკვლავის გადაბირება ვერ შეძლო.
 
ნანახია: 249 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: