9:14 PM ლამი: “იმედია, დღეს მესი არ ითამაშებს” | |
![]() მიუნხენის "ბაიერნის” მცველს დიდი სურვილი აქვს, რომ დღეს კატალონიის "ბარსელონამ” მესის გარეშე ითამაშოს. "ბოლო წლებში ნებისმიერი გუნდის ოცნებაა "ბარსელონას” დამარცხება, ამიტომ მეტოქის სიძლიერე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და დღეს სწორედ ამას შევეცდებით. ახლა გუნდში ჩინებული კოლექტივია შეკრებილი და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მსგავსი დონის შეხვედრებში. მნიშვნელოვანია, რომ სახლში კარგ შედეგს მივაღწიოთ”, -განაცხადა ლამმა. "მიხარია, ნახევარფინალში რომ ვარ. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ერთ ნაბიჯს წინ გადავდგამთ, ფინალშიც გავალთ. ახლა მოწინააღმდეგის სიძლიერეს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მესის გარეშე "ბარსა” შედარებით სუსტია, რაც "პსჟ”-სთან მატჩშიც გამოჩნდა. იმედი მაქვს, დღეს ის არ ითამაშებს”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |