10:12 PM ლამელა “რომას” დატოვებას არ აპირებს | |
![]() 21-წლის ერიკ ლამელას რომში დარჩენა მომდევნო სეზონშიც სურს. პრესაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ერიკის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი” და "სიტი” იჩენენ, თუმცა თავად ფეხბურთელს ამის შესახებ არაფრის გაგება არ უნდა. "აბსოლოტურად მართალია ის, რომ ვრჩები. რომში ყველაფერი მაკმაყოფილებს. გუნდის შიგნით ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მჯერა, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევთ”. "რთულია წარმატებას მიაღწიო ისეთი ახალგაზრდა კოლექტივით, როგორიც ჩვენ გვყავს, თუმცა ეს შეუძლებელი არაა”, – განაცხადა ლამელამ Sport Week-თან საუბრისას. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |