ამჯერად ვინ იქნება უფრო ძლიერი "ვალენსიასა" და "რეალის" დაპირისპირებაში? მოახერხებს "სოსიედადი" "ბარსელონასთვის" ქულების წართმევას? როგორი იქნება უნაი ემერის დებიუტი "სევილიას" თავკაცის როლში? შესძლებს "ლევანტე" "ვისენტე კალდერონზე" გამარჯვების მოპოვებას?
"ვალენსია" - "რეალი"
"ვალენსიას" და "რეალის" სამსერიანი დაპირისპირების მორიგი ეტაპი გულშემატკივრებს "მესტალიაზე" ელოდება. ამჯერად სათასო შეხვედრას ჩემპიონატის მატჩი ჩაანაცვლებს, რომელშიც მწვრთნელებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებაც ექნებათ. მაგალითად, მოურინიოს ჩაბი ალონსოს დასვენება აქვს გადაწყვეტილი, ვალვერდე კი გაგოს დაყენებას აპირებს სასტარტო შემადგენლობაში. "ღამურებს" დანაკლისი ექნებათ დანი პარეხოს სახით, რომელმაც ტრავმა მიიღო, მადრიდელთაგან კი მკურნალობას განაგრძობს პეპე. სამაგიეროდ "რეალს" კრიშტიანუ რონალდუს იმედი შეუძლია ჰქონდეს, რომლის გარეშეც კლუბი "ოსასუნასთან" უსუსურად გამოიყურებოდა. შედეგის პროგნოზირება რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. მატჩში ბევრი ბრძოლა იქნება, პირველ პლანზე კი შეიძლება კვლავ მსაჯის სამუშაო გავიდეს. "ვალენსიას" და "რეალის" დაპირისპირება როგორც წესი სკანდალით, უხეშობით და ბევრი ბარათებით გამოირჩევა.
"რეალ სოსიედადი" - "ბარსელონა"
სანამ სრულიად კატალონია პეპ გუარდიოლას "ბაიერნში" დანიშვნას და ვიქტორ ვალდესის კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილის არ ქონას განიხილავს, "ბლაუგრანა" "ანოეტაზე" ვიზიტისთვის ემზადება. კვლავინდებურად კითხვის ნიშნის ქვეშაა დავიდ ვილიას მონაწილეობა, ასტურიელს ჯერ კიდევ არ მოუგვარებია ჯანმრთელობის პრობლემები. სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდნენ მუნიესა და კუენკა. "სოსიედადს" გარკვეული უპირატესობა აქვს, ვინაიდან მონტანიეს შეგირდებს შუა კვირაში სათასო შეხვედრა არ გაუმართავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი დრო ჰქონდათ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად. ხაბი პრიეტომ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა შეწყვიტოს "ბარსელონას" წაუგებელი სერია, დე ლა ბელიამ კი განაცხადა, რომ კატალონიელებს სიურპრიზს არავინ გაუკეთებს. ამ სიტყვების დაჯერება შეიძლება, თუ გავიხსენებთ ახლახანს გამართულ შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც ბასკები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. ამას გარდა, როგორც წესი, "ბარსელონას" ყოველთვის უჭირს "ანოეტაზე" თამაში.
ემერის დებიუტი
მწვრთნელის მორიგი გათავისუფლება, ამჯერად "სევილიაში", ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიჩელის გუნდი უკვე კარგა ხანია გაუაზრებელ ფეხბურთს თამაშობდა, რამაც სატურნირო ცხრილის მეორე ნაწილში ყოფნა გამოიწივა. ამიტომაც ანდალუსიელთა ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. უნაი ემერიმ სახელი "ვალენსიაში" მუშაობით გაითქვა, შემდეგ კი ის მოსკოვის "სპარტაკს" თავკაცობდა. ახლა მისი დებიუტი პრიმერა დივიზიონში, "სევილიას" თავკაცის რანგით, "ხეტაფეს" წინააღმდეგ შეხვედრაში შედგება. სათასო შეხვედრაში "სარაგოსასთან" უკვე შეინიშნებოდა გარკვეული ცვლილებები და პროგრესი დაცვის ხაზში, თუმცა პრობლემები კვლავ არის შეტევაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მწვრთნელი ანდალუსიელებს ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
დაუმარცხებელი "ატლეტიკო"
კვირას "ლევანტეს" ფეხბურთელები მერვედ შეეცდებიან "ატლეტიკოს" დამარცხებას მადრიდში. წინა 7 მცდელობა ვალენსიელებისთვის წარუმატებელი გამოდგა: 6 მარცხი და მხოლოდ 1 ფრე. "ლევანტეს" დიდი ალბათობით დატოვებს ძირითადი შემადგენლობის მეკარე გუსტავო მუნუა, რომელსაც სამშობლოში უხმობენ. ურუგვაელს შეუძლია ვალენსია ისე დატოვოს, რომ "ატლეტიკოსთან" გოლი არ გაუშვას, თუმცა თვითონ "ლევანტე" რამდენად მოახერხებს ამას ძნელი სათქმელია. საკადრო დანაკლისიდან აღსანიშნავია ობაფემი მარტინსი, რომელიც ალბათ კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება, სასტარტოდან თამაშს კი ლამა დაიწყებს.
მე-20 ტურის განრიგი

სატურნირო მდგომარეობა

სავარაუდო შემადგენლობები
"ესპანიოლი" - "მალიორკა"
"გრანადა" - "რაიო"
"სოსიედადი" - "ბარსელონა"
"ხეტაფე" - "სევილია"
"მალაგა" - "სელტა"
"ოსასუნა" - "დეპორტივო"
"ვალიადოლიდი" - "სარაგოსა"
"ატლეტიკო" - "ლევანტე"
"ვალენსია" - "რეალი"
"ბეტისი" - "ატლეტიკ ბილბაო"