გთავაზობთ ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეჯამებას.
ტურის შეჯამება

"ლა როსალედაზე" ანგარიშით 3:1 გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონამ" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე კარგი პირველი წრე ჩაატარა - მოაგროვა რა 57 შესაძლებელიდან 55 ქულა. "მალაგამ" პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა, "ბარსელონას" მუდმივად პრესინგის ქვეშ ამყოფებდა და ბურთის ფლობის საშუალებას არ აძლევდა. საკუთარი ეფექტური თამაშით "მალაგამ" კატალონიურ გრანდს დიდი პრობლემები შეუქმნა, თუმცა იგნასიო კამაჩოს მიუტევებელმა შეცდომამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. მასპინძლების ნახევარმცველმა პასი უკან გოლკიპერს გაუკეთა, თუმცა გადაცემა ლიონელ მესიმ ჩაჭრა და ჩემპიონატში თავისი 28-ე გოლი გაიტანა. აქამდე ლა ლიგის პირველი წრის საუკეთესო მაჩვენებელი მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა, რომელმაც გასულ სეზონში პირველ ნახევარში 23 გოლის გატანა მოახერხა. ასე რომ, "ბარსელონამ" ლა ლიგის ზედიზედ 37-ე მატჩში გაიტანა და საკუთარი რეკორდი დაამხო, რომელსაც 1942-წელს მიაღწია, თავად მესიმ კი ჩემპიონატის ზედიზედ მე-9 მატჩში მოახერხა გოლის გატანა, ეს რეკორდი კი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის, რომელმაც 1997-წელს სწორედ "ბარსელონას" მაისურით მოახერხა ლა ლიგის ზედიზედ 10 მატჩში გოლის გატანა.
მეორე ტაიმმა ბუსკეტსის საოცარი დრიბლინგით და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ორი საგოლე გადაცემით დასრულდა. არგენტინელმა ფორვარდმა ჯერ სესკს გაუკეთა საოცარი გადაცემა, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შემოსულ ტიაგო ალკანტარას გაატანინა. "მალაგამ" ამ მატჩში ისღა მოახერხა, რომ შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა არგენტინელმა ნახევარმცველმა დიეგო ბუონანოტემ 89-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:3.

"მალაგას" რევანშის აღების შანსი ძალიან სწრაფად ექნება - უკვე ოთხშაბათს პელეგრინისა და ვილანოვას გუნდები ერთმანეთს ესპანეთის თასზე "ნოუ კამპზე" დაუპირისპირდებიან, ხოლო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი "ლა როსალედაზე" გაიმართება. ჯერჯერობით "მალაგა" "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე ადვილი მეტოქეა, კატალონიურმა კლუბმა გვარდიოლა-ვილანოვას ეპოქაში ესპანეთის ჩემპიონატში "ანჩოუსების" დამარცხება ზედიზედ მე-9 მატჩში მოახერხა. ასევე ძალიან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მატჩის შემდეგ "მალაგას" ლიდერმა ისკომ საკუთარ თავს ზედმეტსახელად მეორე "მესი" უწოდა და განაცხადა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ძალიან დიდ პატივს სცემს.
მატჩის სტატისტიკა:

ტურის იმედგაცრუება

გასული ნახევარი წლის შემდეგ პირველად ლა ლიგის ეგიდით მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-20 კლუბის კარში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმის განხორციელება მოახერხა. თუმცა, პამპლონაში მადრიდელებს ძალიან საშინლად არ უთამაშიათ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს სერიოზული დანაკლისი ჰქონდა: ამ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მოახერხა პეპემ, სერხიო რამოსმა, რომელიც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს არბიტრის სიტყვიერი შეურაცყოფის გამო ესპანეთის თასის შეხვედრაში "სელტას" წინააღმდეგ, კრიშტიანუმ, რომელმაც მატჩი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა და ანტონიო ადანმა, რომელიც მოურინიოს აზრით მსოფლიოს საუკეთესოზე საუკეთესო გოლკიპერია. გარდა ამისა, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ "ოსასუნასთან" მატჩში ძირითადი შემადგენლობის მიღმა დაეტოვებინა იოზილი და ბენზემა, რომლებმაც გასულ კვირაში ესპანეთის თასზე "სელტას" წინააღმდეგ მატჩში 90 წუთი გაატარეს მინდორზე.
მაგრამ, "ოსასუნასთან" მატჩში მონაწილეობა მიიღეს ლუკა მოდრიჩმა და გონსალო იგუაინმა, ასევე მეორე ტაიმში მოედანზე ვიხილეთ იოზილი, ბენზემა და კაკა, ამ უკანასკნელმა კი ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და ლა ლიგაში ჩატარებულ 72 მატჩში პირველი წითელი ბარათი მიიღო. სერია ა-ში კი "მილანის" მაისურით ჩატარებულ 193 მატჩში არცერთი წითელი ბარათი არ მიუღია.

საბოლოოდ პამპლონაში გამართული მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, მადრიდის "რეალი" კი პირველ წრის შემდეგ "ბარსელონას" 18, ხოლო მადრიდის "ატლეტიკოს" 7 ქულით ჩამორჩა და უახლოეს მდევარს "ბეტისს" კი სულ რაღაც სამი ქულით გაასწრო. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს გუნდს ისღა დარჩენია სამეფო თასისთვისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მოსაპოვებლად იბრძოლოს, სადაც შესაბამისად "ვალენსიასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. სავსებით შესაძლებელია, სეზონის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში პორტუგალიელი სპეციალისტი ფლორენტინო პერესმა დაკავებული პოსტიდან გაანავისუფლოს.
მატჩის სტატისტიკა:

ტენდენცია

18 გოლი - ასე დაასრულა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე რადამელ ფალკაომ. ამდენი გოლი ლა ლიგის არცერთი კლუბის ფეხბურთელს არ გაუტანია ("რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელების გამოკლებით) 1999/2000 წლების სეზონის შემდეგ. როდესაც 18 გოლი პირველ წრეში "რასინგიდან" სალვა ბალიესტამ და "სარაგოსადან" სავო მილოშევიჩმა შეაგდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფალკაომ ამ 18 გოლიდან 7 პენალტით გაიტანა - არამხოლოდ ლა ლიგის ყველა ფეხბურთელზე მეტი, არამედ ევროპის ყველა ტოპ-ჩემპიონატის ფეხბურთელზე.

აი სწორედ "ატლეტიკოსა" და "სარაგოსას" მატჩში კოლუმბიელმა "ელ ტიგრემ" თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მოახერხა თავის გამოჩენა, როდესაც თურანის მიერ მოპოვებული პენალტი აქცია გოლად. იმ მატჩშ ფალკაომ არაგონელების კარში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მატჩში ანგარიში ტიაგომ გახსნა, რომელმაც გაბის შესანიშნავი გადაცემა გამოიყენა. მეორე ტაიმში დიეგო სიმეონეს გუნდს არც გოლი გაუშვია და არც გაუტანია, საბოლოოდ კიმიმდინარე სეზონში "ვისენტე კალდერონზე" ჩატარებული 15 მატჩიდან 15-ივე მოიგო (10 ჩემპიონატში, 3 ევროპის ლიგაზე და 2 ესპანეთის თასზე).
ტურის ბრძოლა
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "მალაგას" "ბარსელონასთან" მოგების არანაირი შანსი არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ, დიდ ინტერესს იწვევდა "ბეტისისა" და "ლევანტეს" მატჩი, რომლებიც მეოთხე ადგილზე გადასვლისთვის იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სევილიელებს ორი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი აკლდათ (ბენიატი დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო კანიასი ტრავმირებული) პეპე მელის გაწვრთნილებმა მაინც ადვილი გამარჯვება მოიპოვეს. უკვე მე-6 წუთზე "ლევანტემ" კუთხური წარუმატებლად მოაწოდა და "ბეტისი" სწრაფ კონტრშეტევაზე გადავიდა: რუბენ კასტრომ ჯოელ კემპბელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა გუნდი არ დააღალატა. შესვენების შემდეგ კი თავად რუბენ კასტრომ გამოიჩინა თავი ლა ლიგაში თავისი მე-11 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0.
გამოღვიძება
"დეპორტივო" ახალი მწვრთნელის ხელში კარგად ათამაშდა. პასიენსას "დეპორმა" ლა ლიგაში ბოლო ორი ტური წარმატებით დაასრულა: "მალაგას" სძლია და "სოსიედადთან" ფრედ ითამაშა. სან-სებასტიანელებთან სტუმრად გამართულ მატჩში სტუმრები პინციმ დააწინაურა. ტაიმის დასასრულს კი "სოსიედადმა" "დეპორტივოს" კარლოს ველას ზუსტი დარტყმით უპასუხა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ მატჩში აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ გალისიელები, მათ მასპინძლებზე მეტი მომენტი შექმნეს, რაც სტატისტიკაზეც აისახა: კარში ზუსტად დარტყმები 7:3 "დეპორის" სასარგებლოდ.
ტურის დუელი

მიმდინარე სეზონში "სევილია" ძალიან ცუდად ასპარეზობს, ასე რომ, "ვალენსიასთან" მატჩში სწორედ მასპინძლები იყვნენ ფავორიტებად მიჩნეულნი. თუმცა, ამ მატჩს ერთი ინტრიგა მმატებდა დაძაბულობას: რობერტო სოლდადოს ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებულ 189 მატჩში 86 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო ალვარო ნეგრედოს 189 მატჩში ერთით ნაკლები 85 გოლი.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე ფორვარდი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და ორივე ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის.
მატჩში პირველი ტაიმი საინტერესოდ არ წარმართულა. ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა, როდესაც "მფრინავი ღამურების" კაპიტანმა რობერტო სოლდადომ ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა: კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი სოლდადოს ადილ რამის ფეხიდან მიუვიდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.

87-ე წუთზე კი თავი კვლავ სოლდადომ გამოიჩინა და ეს გოლი ისევ კუთხურს მოჰყვა - ახლა კი სოლდადომ ნეგრედოს სამი ბურთით გაუსწრო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგის ეგიდით სევილიელების ფორვარდმა ვალენსიელების ფორვარდზე მეტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა (25 13-ის წინააღმდეგ), უფრო მეტჯერ გაარტყა მოწინააღმდეგის კარის ძელს (23 10-ის წინააღმდეგ) და ბოლოს, ნეგრედოს აქტივში უფრო მეტი გამარჯვება აქვს - 79 78-ის წინააღმდეგ. თქვენი აზრით, რომელი ფეხბურთელი იმსახურებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს რობერტო სოლდადო თუ ალვარო ნეგრედო?
მატჩის სტატისტიკა:

ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები

ასისტენტები

დისციპლინური მდგომარეობა