9:33 PM
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება



გთავაზობთ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეჯამებას.

კატალონიური დერბი - მიუხედავად დაფიქსირებული შედეგისა, მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნეოდა. "ბარსელონამ" "ესპანიოლს" პირველივე ტაიმში გაუტანა ოთხი გოლი. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხავიერ აგირემ ტიტო ვილანოვას გუნდი მსოფლიოში უძლიერესად დაასახელა. "ბლაუგრანა" მართლაც დიდი უპირატესობით უსწრებს კონკურენტებს და მხოლოდ სასწაული თუ გააჩემპიონებს სხვა რომელიმე გუნდს.

"სანტიაგო ბერნაბეუ" სტვენით შეეგება ჟოზე მოურინიოს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იკერ კასილასი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნებოდა. ბედის ირონიით, ანტონიო ადანმა მე-5 წუთზე მიიღო წითელი ბარათი და მოედანზე გამოსვლა "წმინდა იკერს" მოუწია. "ბერნაბეუზე გამარჯვების უნიკალური შანსი ხელიდან გავუშვით" - განაცხადა პრესკონფერენციაზე "სოსიედადის" მთავარმა მწვრთნელმა. ძნელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო: "რეალი" კვლავაც იმ უსახურ ფეხბურთს აჩვენებს და ვერა და ვერ შევიდა ფორმაში. თუმცა, კლასი მაინც კლასია და მადრიდელებმა სამი ქულა მოიპოვეს.

ერნესტო ვალვერდემ "ვალენსია" აშკარად გამოაცოცხლა, ამის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილია. სეზონის ბოლოს თუ სასწაული არ მოხდა "ღამურები" კონკურენციას გაუწევენ "მალაგას" და "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. შეიძლება ამაზე ლაპარაკი ნაადრევი იყოს, მაგრამ ვალვერდეს ნამდვილად შეუძლია კარგი სათამაშო კოლექტივის შექმნა. 

ერთს ყოველთვის მეორე ცვლის: ხოსელუ ოლტრა "დეპორტივოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამ მწვრთნელმა "დეპორტივოს" პრიმერაში დაბრუნება ბრწყინვალე ფეხბურთით მოახერხა. ზოგს ალბათ ეგონა, რომ ეს ის ტრამპლინი იყო, რომლითაც კლუბი ტრიუმფს მიაღწევდა, თუმცა ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა - ლა-კორუნიელები ამჟამად მე-19 პოზიციას იკავებენ. დომინგეშ პასიენსას დებიუტი წარმატებული გამოდგა - ახალგაზრდა მწვრთნელის შეგირდებმა სახლში "მალაგა" დაამარცხეს და გულშემატკივარს იმედი ჩაუსახეს.

მე-18 ტურის შედეგები
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგა. გლობალური სტატისტიკა

- საუკეთესო დასწრება: 98 000. "ბარსელონა" - "რეალი" (მე-7 ტური)
- ყველაზე ცუდი დასწრება: 7000, "ხეტაფე" - "მალიორკა" (მე-12 ტური)
- უდიდესი საშინაო გამარჯვება: "ატლეტიკო" 6:0 "დეპორტივო" (მე-12 ტური)
- უდიდესი საგარეო გამარჯვება: "რაიო ვალეკანო" 0:5 "ბარსელონა", "მალიორკა" 0:5 "რეალი" (მე-9 ტური)
- ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში: 9, დეპორტივო" 4:5 "ბარსელონა" (მე-8 ტური)
- საშუალო შედეგიანობა: 2,88 გოლი ერთ მატჩში

ტურის ციფრები 
- კარის მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა: 28 - "ვალენსია"
- კარში ყველაზე მეტი დარტყმა: 12 - "რაიო ვალეკანო"
- ყველაზე მეტი კუთხური: 13 - "ოსასუნა"
- ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - "სევილია"
- საუკეთესო ბურთის ფლობა: 78% - "ბარსელონა"
- ყველაზე მეტი სეივი: 9 - მოაია ("ხეტაფე")
- ყველაზე უხეში მატჩი: "დეპორტივო" - "მალაგა", 40 ჯარიმა

აქტუალური კითხვები

დარჩება დავიდ ვილია სეზონის ბოლომდე "ბარსელონაში" ?
კი - 64,9%
არა - 35,1%
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის 2012 წლის საუკეთესო გოლი
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი 2012 წელს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი 2012 წელს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი 2012 წელს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

2012 წლის აღმოჩენა
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

2012 წლის საუკეთესო მსაჯი
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის საუკეთესო ტრანსფერი 2012 წელს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის ყველაზე ცუდი ტრანსფერი 2012 წელს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

ლა ლიგის საუკეთესო გულშემატკივრები 2012 წელს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

საუკეთესო ესპანელი, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობს
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

დღევანდელი "ატლეტიკო" საუკეთესოა ისტორიაში?
კი - 27%
არა - 73%
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

მოერგება ბეილი "რეალს"?
კი - 71,4%
არა - 28,6%
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

აქვს "რეალს" მოურინიოს გათავისუფლების მიზეზი?
კი - 79,1%
არა - 20,9%
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება

სერიები:
18 - "ბარსელონა", წაგების გარეშე
11 - "ბარსელონა, მოგება
6 - "გრანადა", მოგების გარეშე
4 - "ხეტაფე", მოგების გარეშე

დიდი სხვაობით მოგება:
7 - "ბარსელონა"
5 - "რეალი"
3 - "ატლეტიკო", "მალაგა"
2 - "ოსასუნა", "სოსიედადი"

პიჩიჩის ტიტული. საუკეთესო ბომბარდირები
26 - მესი ("ბარსელონა", 2 პენალტით)
17 - ფალკაო ("ატლეტიკო", 6 პენალტით)
16 - რონალდუ ("რეალი", 4 პენალტით)
11 - ადურისი ("ატლეტიკი", 1 პენალტით)
10 - რუბენ კასტრო ("ბეტისი")
9 - სოლდადო ("ვალენსია")

ზამორას ტიტული. მეკარის გაუტანლობის კოეფიციენტი
0,72 - კაბალიერო ("მალაგა")
1,06 - ვალდესი ("ბარსელონა")
1,11 - ანდრეს ფერნანდესი ("ოსასუნა")
1,39 - მუნუა ("ლევანტე")
1,44 - რობერტო ხიმენესი ("სარაგოსა")

საუკეთესო ასისტენტები
11 - ინიესტა ("ბარსელონა")
10 - ფაბრეგასი ("ბარსელონა")
7 - პედრო ("ბარსელონა")
6 - დიეგო კოშტა ("ატლეტიკო"), მესი ("ბარსელონა")

ტურის სიმბოლური ნაკრები
დუდუ ავატი ("მალიორკა") - ლელი ("ლევანტე"), სპახიჩი ("სევილია"), ხორდი ალბა ("ბარსელონა") - პიტი ("რაიო"), ფაბრეგასი ("ბარსელონა"), ხაბი პრიეტო ("სოსიედადი"), პედრო ("ბარსელონა") - იაგო ასპასი ("სელტა"), პიატი ("ვალენსია"), რონალდუ ("რეალი").

სატურნირო მდგომარეობა
ლა ლიგა. მე-18 ტურის შეჯამება
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: