2:23 PM
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება



ჟოზე მოურინიო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ - ეს თემა აქტუალურობას კვლავაც არ კარგავს. "ესპანიოლთან" ნათამაშები ფრის შემდეგ, პირინეის პრესა მზად იყო ჟოზე ცოცხლად შეეჭამა. უკმაყოფილოთა რიცხვი მადრიდშიც გაიზარდა. პორტუგალიელ სპეციალისტს ერთ-ერთ ჟურნალისტთან უსიამოვნებაც შეემთხვა და მას განავალი უწოდა. Marca-ს და სხვა პრესტიჟული ესპანური გაზეთების მთავარ სიახლედ მოურინიოს სიტყვები იყო გამოტანილი: "თქვენ ყველანი ანტიმადრიდისტები ხართ, ანტიმოურინისტები, ყველა თქვენი შეკითხვა პროვოკაციულია..."

მოურინიოს და პრესის ურთიერთობა ახლა "ლუის ვან გაალის და ესპანური მედიის ომს" წააგავს. როდესაც ჰოლანდიელი სპეციალისტი "ბარსელონაში" მუშაობდა, მას კატალონიური პრესაც კი ვერ იტანდა, რადგან ყველა უხეშობაში და ზედმეტ სიმკაცრეში ადანაშაულებდა.
როგორც მოგეხსენებათ, მედია აღტაცებით ცხოვრობს - ვან გაალს ყველაფერი ერთ პრეს-კონფერენციაზე აპატიეს, როდესაც ის კატალონიის დატოვებისას ატირდა. მოურინიოს არ აპატიებენ და ის ტირილსაც არ დაიწყებს. ჟოზე კვლავაც ცდილობს ძველებური განწყობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საშინელ თამაშს აჩვენებს.

როგორც არ უნდა იყოს, კვირას "ნოუ კამპი" დამცინავმა შეძახილებმა გააყრუა: "მოურინიო დარჩი, ჩვენ შენ გვიყვარხარ!" რა თქმა უნდა, ის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, არ დარჩება.

"არ იღელვოთ, თუ ჩვენ წავაგებთ, არაფერი საშინელი არ მოხდება." - ფრაზა, რომელიც ტიტო ვილანოვამ "ატლეტიკოსთან" მატჩის დროს გასახდელში, შესვენებაზე წარმოთქვა. ამ დროს კატალონიელები 2:1-ს იგებდნენ, მოედანზე გამოვიდნენ და კიდევ 2 ბურთი გაიტანეს. ბევრს ჰგონია, რომ დიდი კლუბის მართვა ადვილია - მოთამაშეები თავად იზამენ ყველაფერს, მაგრამ ეს მცდარი აზრია, ვინაიდან რაც უფრო დიდია კლუბი, მით უფრო მეტია ფეხბურთელების ამბიცია, უფრო მძიმეა მათი ხასიათი. დიდ გუნდში მწვრთნელის მთავარი სამუშაო შეიძლება არა ტაქტიკური მხარე იყოს, არამედ კოლექტივში ჰარმონიულობის შენარჩუნება.

ჯერჯერობით ტიტო ვილანოვას ყველაფერი კარგად გამოსდის და ახერხებს პეპ გუარდიოლას საქმის წარამტებით გაგრძელებას. 

ლა ლიგა. გლობალური სტატისტიკა
- ყველაზე კარგი დასწრება: 98.000, "ბარსელონა" - "რეალი" (7 ტური)
- ყველაზე ცუდი დასწრება: 7.000, "ხეტაფე" - "მალიორკა" (12 ტური)
- უდიდესი საშინაო მოგება: "ატლეტიკო" 6:0 "დეპორტივო" (15 ტური)
- უდიდესი საგარეო მოგება: "რაიო ვალეკანო" 0:5 "ბარსელონა" (9 ტური), "მალიორკა" 0:5 "რეალი" (9 ტური)
- ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში: 9, "დეპორტივო" 4:5 "ბარსელონა" (8 ტური)
- საშუალო შედეგიანობა: 2,83 გოლი ერთ მატჩში

მე-16 ტურის ციფრები
- კარის მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა: 29 - "რეალი"
- კარში დარტყმა ყველაზე მეტჯერ: 10 - "რეალი"
- ყველაზე მეტი კუთხური: 15 - "მალიორკა"
- ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - "ხეტაფე"
- ყველაზე მეტი სეივი - 8 - კასილია ("ესპანიოლი")
- ყველაზე უხეში მატჩში: "მალიორკა" - "ატლეტიკი", 38 ჯარიმა

აქტუალური კითხვები

4 წლის შემდეგ იკერ კასილასი აშშ-ში აპირებს კარიერის დასრულებას. კარგი გადაწყვეტილებაა?
კი - 40,4%
არა - 59,6%
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება

"სელტასთან" მატჩის შემდეგ ვის მიმართ გამოთქვა ჟოზე მოურინიომ მკაცი კრიტიკა?
დი მარია - 62,7%
ბენზემა - 18,9%
სხვა - 7,8%
კაკა - 6%
ოზილი - 4,7%
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება

იკერ კასილასმა განაცხადა, რომ არ იცის რომელი უკეთესი მწვრთნელია - დელ ბოსკე თუ მოურინიო?
დელ ბოსკე - 72,8%
მოურინიო - 27,2%
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება

უკვე მოიგო "ბარსელონამ" ლა ლიგა?
კი - 85%
არა - 15%
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება

მე-16 ტურის მოვლენები
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება

- "ვალენსიას" კარებში ამ სეზონში მე-4 პენალტი დაინიშნა.
- "ვალენსიამ" ისტორიაში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანოსთან".
- 2012/13 წლების სეზონში "სევილიამ" 8 წითელი ბარათი დააგროვა - ყველაზე მეტი ლა ლიგაში.
- "მალაგამ" მიმდინარე სეზონში გასვლაზე პირველად გაიტანა ერთ გოლზე მეტი.
- "სევილიას", "რაიოს" და "ლევანტეს" კარში ყველაზე მეტჯერ დაინიშნა პენალტი - 5-ჯერ.
- მარტინ დემიკელისის გატანილი ბურთი, პირველი გასვლითი გოლი გახდა 325 წუთის შემდეგ.
- "რეალ სოსიედადი" გრანადაში 1969/70 წლების მერე ვერ იგებს.
- "გრანადა" ზედიზედ მე-5 მატჩია გოლის გატანას ვერ ახერხებს.
- "ატლეტიკმა" ბალეარის კუნძულებზე პირველად მოიგო 2006/07 წლების შემდეგ.
- "სარაგოსამ" პირველად წააგო სახლში "ლევანტესთან".
- კოენტრაო: პირველი გოლი "თეთრების" მაისურით!

სერიები
16 - "ბარსელონა", წაგების გარეშე
11 - "მალიორკა", მოგების გარეშე
9 - "ბარსელონა", გამარჯვება
6 - "სოსიედადი", წაგების გარეშე
6 - "დეპორტივო" და "ესპანიოლი", მოგების გარეშე
5 - "ხეტაფე", წაგების გარეშე
5 - "გრანადა", მოგების გარეშე

დიდი ანგარიშით მოგება 
6 - "ბარსელონა"
5 - "რეალი"
3 - "ატლეტიკო", "მალაგა"
2 - "ოსასუნა", "სოსიედადი"
1 - "ვალიადოლიდი", "სევილია", "ლევანტე"

პიჩიჩის ტიტული. საუკეთესო ბომბარდირები
24 - მესი ("ბარსელონა", 1 პენალტით)
17 - ფალკაო ("ატლეტიკო", 6 პენალტით)
14 - რონალდუ ("რეალი", 4 პენალტით)
10 - ადურისი ("ატლეტიკი", 1 პენალტით)
9 - რუბენ კასტრო ("ბეტისი")
8 - ნეგრედო ("სევილია", 2 პენალტით), სოლდადო ("ვალენსია", 2 პენალტით)

ზამორას ტიტული. მეკარის გაუტანლობის კოეფიციენტი
0,63 - კაბალიერო ("მალაგა")
0,88 - კასილასი ("რეალი")
1,06 - ანდრეს ფერნანდესი ("ოსასუნა")
1,13 - ვალდესი ("ბარსელონა")
1,31 - მოია ("ხეტაფე")

საუკეთესო ასისტენტები
9 - ფაბრეგასი, ინიესტა (ორივე - "ბარსელონა")
7 - პედრო ("ბარსელონა")
6 - დიეგო კოშტა ("ატლეტიკო")
5 - მესი ("ბარსელონა"), ვიქტორ როდრიგესი ("სარაგოსა"), ვალერონი ("დეპორტივო"), ბენიატი ("ბეტისი"), ებერტი ("ვალიადოლიდი"), ბენზემა ("რეალი")

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლა ლიგა. მე-16 ტურის შეჯამება

სიმბოლური ნაკრები: ირაისოსი - ადრიანო, დემიკელისი, ბალესტეროსი, ხუანფრანი - ბუსკეტსი - ინიესტა, ხოაკინი - სერხიო გარსია, რონალდუ, მესი.
 
ნანახია: 235 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: