12:53 PM
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება



"სარაგოსა" და "რაიო" - გასული ტურის ორი მთავარი გმირი. ორივე გუნდი ორ ბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მათ მაინც მონახეს ძალები და დაამარცხეს მეტოქეები. არანაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ვალენსიაში, სადაც საცურაო აუზად გადაქცეულ სტადიონს მადრიდის "რეალი" ეწვია. ეს დაპირისპირება განსაკუთრებით პრინციპული იყო ჟოზე მოურინიოსთვის, ვინაიდან მას აქამდე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული "ლევანტეს" არენაზე. საბოლოოდ, "თეთრებმა" მძიმე ბრძოლაში აიღეს სამი ქულა. კრიშტიანუ რონალდუმ თვალის არეში დაზიანება მიიღო და ექვსი ნაკერი დაადეს, ჩაბი ალონსომ პენალტი ვერ გაიტანა, გუნდს უჭირდა ბურთის ფლობა, ამას ისიც ემატებოდა, რომ ლევანტელები უხეშობით გამოირჩეოდნენ. ერთი სიტყვით, მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ესპანეთის ჩემპიონს.
აქვე გეტყვით, რომ დავიდ ნავაროს დისკვალიფიკაცია ემუქრება კრიშტიანუ რონალდუსთვის განზრახ ზიანის მიყენების გამო.

საინტერესო იყო "კორნელია ელ პრატზე" გამართული მატჩის ბოლო, სადაც აუთსაიდერმა "ოსასუნამ" მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ადგილობრივი ფეხბურთელების მიმართ შემდეგ ფრაზას სკანდირებდნენ: "თქვენ არ ხართ ამ მაისურის ტარების ღირსნი!" ამას გარდა, რამდენიმე შეძახილი კონკრეტულად მაურისიო პოჩეტინოს და "ესპანიოლის" დირექტორების მიმართ იყო. კატალონიელთა გულშემატკივრებს ნამდვილად აქვთ უკმაყოფილების გამოთქმის საფუძველი, ვინაიდან მათი საყვარელი კლუბი ბოლოს წინა პოზიციას იკავებს.

ფული განაგრძობს მსოფლიოს მართვას. ამაში კიდევ ერთხელ მესამე დივიზიონში მოასპარეზე "რეალ ოვიედომ" დაგვარწმუნა. გუნდი, რომელმაც ნაკრებს 17 ფეხბურთელი შესძინა და ლა ლიგაში 38 სეზონი ასპარეზობდა, გაბანკროტების პირასაა. საბედნიეროდ, სანტი კასორლას ("არსენალი"), ხუან მატას ("ჩელსი") და მიჩუს ("სუონსი") წყალობით "ოვიედოს" გადარჩენის შანსი აქვს. ფეხბურთელებმა, რომლებიც ოდესღაც ამ კლუბში თამაშობდნენ, გადაწყვიტეს აქციებში 2 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ინიციატივა გამოჩინა მადრიდმაც: "რეალის" პრეს-სამსახური იტყობინება, რომ "ბლანკოსის" ხაზინადან ასტურიაში 100 ათასი ევრო გადაირიცხა. მოკლედ, იმედი ვიქონიოთ რომ ეს კლუბი გაბანკროტებას გადარჩება. ვინ იცის, იქნებ როდესმე ლა ლიგაში დაბრუნებული "ოვიედოც" კი ვიხილოთ.

გლობალური სტატისტიკა
- საუკეთესო დასწრება: 98 000, "ბარსელონა" - "რეალი" (7 ტური)
- ყველაზე ცუდი დასწრება: 8000, "ხეტაფე" - "მალიორკა" (6 ტური)
- ყველაზე დიდი საშინაო მოგება: "ვალიადოლიდი" 6-1 "რაიო ვალეკანო" (6 ტური)
- ყველაზე დიდი საგარეო მოგება: "რაიო ვალეკანო" 0-5 "ბარსელონა" (9 ტური), "მალიორკა" - "რეალი" (9 ტური)
- ყველაზე მეტი გოლი ერთ თამაშში - 9, "დეპორტივო" 4:5 "ბარსელონა"
- საშუალო შედეგიანობა - 2,94 გოლი მატჩში

ტურის ციფრები
- კარის მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა: 29 - "რაიო ვალეკანო"
- კარში ყველაზე მეტი დარტყმა: 9 - "სარაგოსა"
- ყველაზე მეტი კუთხური: 10 - "ესპანიოლი", "ვალენსია"
- ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - "რეალი", "რაიო ვალეკანო"
- ბურთის საუკეთესო ფლობა: 76% - "ბარსელონა"
- ყველაზე მეტი სეივი: ანდრეს ფერნანდესი ("ოსასუნა"), ირაისოსი ("ატლეტიკი")
- ყველაზე უხეში თამაში: "ლევანტე" - "რეალი", 40 ჯარიმა

აქტუალური კითხვები

"სელტიკმა" "ბარსელონა" "ავტობუსის" წყალობით დაამარცხა. ეს კატალონიური კლუბის დამარცხების ერთადერთი გზაა?
კი - 55,1%
არა - 44,9%
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა უთანხმოება მესისა და დავიდ ვილიას შორის?
კი - 49,4%
არა - 50,6%
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება

უნდა მიიღოს ბენზემამ მეტი სათამაშო დრო?
კი - 74%
არა - 26%
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება

მოგწონთ ფორმა, რომლითაც ესპანეთი კონფედერაციის თასზე იასპარეზებს?
კი - 22,7%
არა - 77,3%
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება

მე-11 ტურის ანგარიშები
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება

სერიები
11 - "ბარსელონა", წაგების გარეშე
7 - "რეალი", წაგების გარეშე
6 - "მალიორკა", მოგების გარეშე
6 - "მალიორკა", წაგება
5 - "ბეტისი", წაგების გარეშე
4 - "ბარსელონა" და "რეალი", მოგება

პიჩიჩის ტიტული. საუკეთესო ბომბარდირები
15 - მესი ("ბარსელონა", 1 პენალტით)
12 - რონალდუ ("რეალი", 4 პენალტით)
10 - ფალკაო ("რეალი", 4 პენალტით)
8 - ადურისი ("ატლეტიკი", 1 პენალტით)
7 - იგუაინი ("რეალი"), ნეგრედო ("სევილია", 2 პენალტით)
6 - ჰემედი ("მალიორკა"), პოშტიგა ("სარაგოსა")

ზამორას ტიტული. მეკარის გაუტანლობის კოეფიციენტი
0,73 - კასილასი ("რეალი")
0,82 - კაბალიერო ("მალაგა")
1,90 - კურტუა ("ატლეტიკო")
1,20 - პალოპი ("სევილია")
1,27 - ვალდესი ("ბარსელონა")

საუკეთესო ასისტენტები
8 - ფაბრეგასი ("ბარსელონა")
5 - პედრო ("ბარსელონა"), ვიქტორ როდრიგესი ("სარაგოსა")
4 - დიეგო კოშტა ("ატლეტიკო"), მესი ("ბარსელონა"), ბენიატი ("ბეტისი"), ტინო კოსტა ("ვალენსია"), ვალერონი ("დეპორტივო"), ჩორი დომინგესი ("რაიო ვალეკანო")
3 - იბაო გომესი ("ატლეტიკი"), ომარ რამოსი ("ვალიადოლიდი"), ელისეუ ("მალაგა"), ლეო ("რაიო ვალეკანო"), დი მარია, ბენზემა (ორივე - "რეალი"), ბარადა ("ხეტაფე"), ხუან კარლოსი ("ბეტისი"), კრონ დელი ("სელტა")

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება

მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები: ანდრეს ფერნანდესი ("ოსასუნა") - ტიტო ("რაიო ვალეკანო"), ინიგო მარტინესი ("სოსიედადი"), აურტენეჩე ("ატლეტიკი"), სეხუდო ("ოსასუნა") - ვიქტორ როდრიგესი ("სარაგოსა"), ჩავი ("ბარსელონა"), ვიქტორ კასადესუსი ("მალიორკა"), იაგო ასპასი ("სელტა") - პოშტიგა ("სარაგოსა"), მესი ("ბარსელონა").

სატურნირო მდგომარეობა
ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება
ნანახია: 284 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ლა ლიგა. მე-11 ტურის შეჯამება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: