9:32 AM
L’Equipe: “პსჟ”-მ რუნისთან მოლაპარაკებები დაიწყო



პარიზული კლუბის ხელმძღვანელები უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებას შეეცდებიან.

როგორც ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, "პსჟ”-ს წარმომადგენლებმა ინგლისელ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდის” დატოვება სურს. არსებული ინფორმაციის თანახმად, უეინ რუნის შეძენით ყველაზე მეტად "პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული.

თავის მხრივ, პარიზში, რუნის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც სავარაუდოდ ლიგა 1-ის დატოვებას გეგმავს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ინგლისელი ფორვარიდის ყიდვა, ედინსონ კავანისთან მოლაპარაკებების წარმოებას ძალიან შეაფერხებს.

აგრეთვე, არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუნის შეძენა მადრიდის "რეალის”, ლონოდონის "ჩელსისა” და "არსენალის” ხელმძღვანელებს სურთ.

წყარო: Lequipe

ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: