9:57 PM L’equipe: “პსჟ”-მ ბლანთან მოლაპარაკებები დაიწყო | |
![]() საფრანგეთის ჩემპიონების სიტუაცია, სულ უფრო გაურკვეველი ხდება. დღეისათვის, კარლო ანჩელოტი "პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელია. თუმცა, უმეტესი წყაროების ცნობით, უახლოეს დღეებში იგი საფრანგეთს დატოვებს და ესპანეთის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც ის მადრიდის "რეალთან” ხელშეკრულებას გააფორმებს. L’equipe, იმავდროულად, იუწყება, რომ პარიზელთა ხელმძღვანელობამ, ახალი სპეციალისტის ძიება უკვე დაიწყო. ავტორიტეტული გამოცემის თქმით, "პსჟ”-ს კანდიდატურა მიკაელ ლაუდრუპმა, გუს ჰიდინკმა, რაფა ბენიტესმა, რობერტო მანჩინიმ, ფაბიო კაპელომ, ანდრე ვილაშ-ბოაშმა და ფრანკ რაიკაარდმა უარყვეს. დღეს, "პსჟ”-მ ლორან ბლანთან მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც ჩანს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, არაერთხელ უარყო პარიზელთა შემოთავაზება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბლანი იტალიური "რომას” წარმომადგენლობას ვერ შეუთანხმდა, სადაც მას მუშაობა სურდა, შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდეს. წყარო: L’equipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |