7:28 PM
L'Equipe-მ ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები შექმნა




ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 1-ის 2012-წლის სიმბოლური ნაკრები შექმნა, სადაც "პარი სენ ჟერმენის" ხუთი ფეხბურთელი მოხვდა.

საინტერესოა, რომ სიმბოლურ ნაკრებში ედენ აზარიც მოხვდა, რომელიც გასულ ზაფხულს "ლილიდან" "ჩელსიში" გადაბარგდა.

L'Equipe-მ გუნდი 4-2-3-1 სქემით დააკომპლექტა.

2012-წლის ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული, L'Equipe-ს ვერსიის მიხედვით

გოლკიპერი: სალვატორე სირიგუ ("პსჟ")

მცველები:: მატიე დებუში ("ლილი"), ტიაგო სილვა ("პსჟ"), მაპუ იანგა-მ'ბივა ("მონპელიე"), ბენუა ტრემულინასი ("ბორდო").

ნახევარმცველები: რუი მავუბა ("ლილი"), ბლეზ მატუიდი; ნენე (ორივე "პსჟ"), მატიე ვალბუენა ("მარსელი"), ედენ აზარი ("ლილი", "ჩელსი").

თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("პსჟ")
 
ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: