დღეს ესპანეთში აღინიშნება ხუმრობის დღე, რომელიც პირველი აპრილის ანალოგია, ამიტომაც კლუბებმა და ფეხბურთელებმა გახალისება გადაწყვიტეს.
ადრე დილას "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ მას და მომღერალ შაკირას ბავშვი შეეძინათ.
"ჩვენ შვილი შეგვეძინა! ძალიან ბედნიერები ვართ, მადლობას გიხდით მოლოცვისთვის! ჩვენ მას ინოკენტიემი დავარქვით!"
გარდა ამისა, "გრანადის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ცნობა "ატლეტიკოს" სუპერფორვარდთან რადამერ ფალკაოსთან შეთანხმების შესახებ. განცხადებაში თავად ფეხბურთელის სიტყვები იყო მოყვანილი: "ბავშვობიდან ვოცნებობდი "გრანადაში" თამაშზე."