5:13 PM
ხუან მატა:”ბეილს დიდ ყურადღებას მივაქცევთ”



"ჩელსის” ესპანელმა ვინგერმა განაცხადა,რომ მის გუნდს შეუძლია "ტოტენჰემის” დამარცხება,თუ კი მისი ლიდერის გარეთ ბეილის განეიტრალებას შეძლებს.

 

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის გრძელდება და მთავარი პრეტენდენტები უშუალოდ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე”.ლურჯები მესამე ადგილზე არიან და მეხუთე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს” სამი ქულით უსწრებენ.ამ მატჩში გამარჯვება რაფაელ ბენიტესის გუნდს ფაქტობრივად უნაღდებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის უფლებას.

 

"უდავოა,რომ ეს მატჩი ფინალის მსგავსი იქნება.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაგებად.მატჩი ხისტი იქნება,მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოსაგებად.მთავარია მეტოქის გუნდის ლიდერი გარეთ ბეილი თამაშს გარეთ დავტოვოთ.ის ყოველ კვირას ამტკიცებს,რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.ვულოცავ მას მიღებულ ჯილდოებს,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,რომ ამ მატჩს მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგას გავინაღდებთ”-განაცხადა ხუან მატამ Sky Sports-თან საუბრისას.

ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: