12:29 PM ხორხე იგუაინი: “მოლაპარაკებები “არსენალთან” და “იუვენტუსთან” გადამწყვეტ ფაზაში შედის” | |
![]() მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია დიდი მითქმა-მოთქმაა არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის მომავალთან დაკავშირებით. "პრიმერა დივიზიონის” ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ, "რეალის” ფეხბურთელმა გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა. იმ დროიდან მოყოლებული ლათინო ამერიკელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს "იუვენტუსი” და "არსენალი” იჩენს. ამ თემასთან დაკავშირებით გონსალო იგუაინის მამამ, ხორხე იგუაინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "საბოლოო გადაწყვეტილებას "რეალის” უფროსობა მალე მიიღებს. ჯერ ოფიციალურად არაფერია გაფორმებული, თუმცა გარწმუნებთ, რომ შეთანხმება ორივე კლუბთან, "იუვენტუსთანაც” და "არსენალთანაც” უკვე მიღწეულია”. შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი პიპიტას სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს. ხოლო, "ბლანკოსი” საბოლოო გადაწყვეტილებას არგენტინელი ფეხბურთელის მომავალის შესახებ მას შემდეგ გააკეთებს, რაც "მერენგებს” სათავეში კარლო ანჩელოტი ოფიციალურად ჩაუდგება. წყარო: MARCA | |
|
სულ კომენტარები: 0 | |