7:28 PM
ხორდი ალბა და ლუკა მოდრიჩი ისტორიის ორ მხარეს



პრესტიჟულმა ესპანურმა ჟურნალმა "მარკამ" ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ არის ესპანეთში წლის საუკეთესო შენაძენი...

მადრიდული გამოცემის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წლის საუკეთესო შენაძენად ხმების უმრავლესობით არჩეული იქნა კატალონიური "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი, ხორდი ალბა. შეგახსენებთ, რომ ალბა, "ვალენსიიდან" კატალონიურ გრანდში, ევროპიუს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ჩაირიცხა. მან "ევრო 2012"-ზე მონაწილეობის შემდეგ ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო, თუმცა მან "ბლაგურნაში' გადასვლა ამჯობინა. ამის შემდეგ მას სულ რაღაც ოთხი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ესპანეთში წლის საუკეთესო შენაძენად დასახელებულიუო.

აღსანიშნავია, რომ ალბას 14,6%-ით "ლევნატეს" ნიგერიელი ფეხბურთელი, მარტინსი მოსდევს, ხოლო მესამე ადგილს ბასკური "ბილბაოს" შენაძენი, ადურისი იკავებს.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, ხორვატი ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი მადრიდულ გრანდ მადრიდის "რეალში" გადავიდა. "ტოტენჰემის" ყოფილ ნახევარმცველზე სეზონის დასაწყისში დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 45 მილიონიანი ხორვატი წლის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დასახელდა. ხოლო, "ბლანკოსის" ფეხბურთელს მოსდევს ალექს სონგი, რომელიც გასულ ზაფხულზე "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადაბარგდა.
 
ნანახია: 261 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: