8:26 PM ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრები დატოვა | |
![]() საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრმა ზურა ხიზანიშვილმა ნაკრები დატოვა. როგორც ხიზანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგი მიდის ნაკრებიდან, მაგრამ რჩება ქვეყნისა და ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად. ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და ტურქეთის უმაღლეს ლიგებში. მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორცმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუტრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას. არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |