10:13 PM ხედირას “პსჟ”-ში გადასვლასთან ერთი ნაბიჯიღა აშორებს? | |
![]() გერმანელი ნახევარმცველი მადრიდში თავს არაკომფორტულად გრძნობს. წყარო იუწყება, რომ ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში” მისვლის შემდეგ, "ბლანკოსის” დატოვების წინააღმდეგი სამი ხედირაც არაა. გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა, ჭორების თანახმად, "პსჟ”-ს ხელმძღვანელობასთან, ხედირას პარიზში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით, საუბარი უკვე გამართა. "პსჟ” წინააღმდეგი არაა სამი შეიძინოს და, როგორც ინსაიდერები იტყობინებიან, მზად არიან "რეალთან” მოლაპარაკებები წამოიწყონ. მიუხედავად ამისა, "თეთრებს” გერმანელის სხვა კლუბში გაშვება არ უნდათ. "ბლანკოსის” დაყოლიებას მხოლოდ "სარფიანი” შეთავაზება შეძლებს, აღნიშნავს მადრიდული წყარო. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |