6:45 PM ხედირა: “ემიუს” ჩემი შეძენა უნდოდა” | |
![]() მადრიდის "რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "წითელ ეშმაკუნებს” მისი ყიდვა უნდოდათ. გუშინ საღამოს საინფორმაციო რესურსებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ემიუ” სამი ხედირას ყიდვას ცდილობდა. როგორც აღმოჩნდა, გერმანელი ნახევარმცველისადმი სერიოზული ინტერესი ნამდვილად არსებობდა. "რეალმა” "ემიუს” შემოთავაზება უარყო. უბრალოდ მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება აღარ არსებობდა. ანჩელოტისთან საუბარი მქონდა, მან კი მითხრა, რომ მე მის სამომავლო გეგმებში შევდივარ”, – განაცხადა სამი ხედირამ. შეგახსენებთ, გუშინ ღამით "ემიუმ” სხვა ნახევარმცველი იყიდა. ეს ფეხბურთელი "ევერტონელი” მარუან ფელაინი აღმოჩნდა, რომლის სანაცვლოდაც "წითელმა ეშმაკუნებმა” 27,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |