8:05 AM ხავიმ კასილასზე და მოურინიოზე ისაუბრა | |
![]() ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა "MARCA”-სთან ინტერვიუში ნაკრების კაპიტანზე და "რეალის” ყოფილ მწვრთნელზე ისაუბრა. "მინდა დიდი გულის ტკივილი გამოვხატო იკერის მდგომარეობის მიმართ. მას წელს საშინელი სეზონი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კასილასმა ტრავმა მიიღო, მას შესაძლო სიტუაციებში მწვრთნელი მაინც არ ენობოდა. მინდა ვთქვა, რომ იკერი ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. იგი გაცილებით უფრო დიდი პატივისცემის ღირსია. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმას, რომ კასილასის მიმართ ასეთი მოპყრობა მის ფსიქოლოგიაზე დიდ ეფექტს ახდენს” – განაცხადა ესპანელმა. "ბლაგურნას” ლიდერი ასევე მოურინიოსაც შეეხო:”იგი რაღაც ახალის შექმნას ცდილობდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი მას რა უნდოდა. ვშიშობ, რომ მის გეგმებში, ზოგადად, ესპანური ფეხბურთის განვითარება არ შედიოდა. პირიქით, იგი ესპანეთში ამ სპორტს აზარალებდა, თუმცა ჩვენ ამ საქმეში დიდი სულისკვეთება გამოვიჩინეთ.” წყარო:MARCA | |
|
სულ კომენტარები: 0 | |