9:02 PM
ხავი: “ფაბრეგასი “ბარსელონაში” საჭირო როლს თამაშობს”



"ბარსელონას” ნახევარმცველმა საკუთარ თანამემამულეს და თანაგუნდელს, სესკ ფაბრეგასს "ბლაუგრანას” ძალიან საჭირო ფეხბურთელი უწოდა.

ზაფხულში ფაბრეგასის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ, თუმცა, "ბარსელონას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ სესკი ამ სეზონში გუნდისთვის საჭირო როლს ითამაშებს და ფეხბურთელი არ გაუშვა.

"სესკი ცოტა განსხვავებული ტიპის ნახევარმცველია, ვიდრე ისინი, რომლებსაც "ბარსელონაში” წლებია, რაც ვხედავთ. მას ნებისმიერი როლის მორგება შეუძლია, ეს კი გუნდისთვის კარგია”, – აცხადებს ხავი.

"ფაბრეგასი უნივერსალური ფეხბურთელია, რომელსაც მოედნის ცენტრშიც და წინაც შეუძლია თამაში”.

"მას არაჩვეულებრივი გადაცემების გაკეთება და ფანტასტიკური გოლების გატანაც შეუძლია”.

შეგახსენებთ, ხავი და ფაბრეგასი, ამჟამად, 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით, ფინეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

წყარო: Goal.com

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: