2:14 PM ხავი: “მიუხედავად ანგარიშისა, “ბაიერნი” არ დომინირებდა, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით” | |
![]() "ბარსელონას” ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ გაანალიზა "ცივი გონებით” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, "ბაიერნთან” ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 0:7 განადგურება. "უკვე მრავალი წელია მესმის, რომ ახლა "ბარსელონას” ციკლი დასრულდება, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგ-ზოგიერთებისთვის, ეს დასასრული არასდროს არ დადგება”. "არ ვთვლი, რომ "ბაიერნი” ევროპაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში "იბატონებს”, მათი დომინირება მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანს. ერთი წლის წინ "ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაისაკუთრა, თუმცა ახლა ისინი საუკეთესოები აღარ არიან”. "ჩვენს პირად შეხვედრებზე (ორი მატჩის ჯამში 0:7) საუბრისას, ყურადღება არამხოლოდ ანგარიშზე უნდა გავამახვილოთ, ეს ზედაპირულ აზრად ჩაითვლება”. "ჩვენთან დაპირისპირებაში "ბაიერნმა” თავისი თამაშის სტილი შეცვალა, მიუნხენელებმა ფლანგებიდან თავიანთი სიჩქარე გამოიყენეს. მიუხედავად ანგარიშისა, "ბაიერნი” არ დომინირებდა, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით”. "გასაგებია, რომ "ბაიერნი” ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა, თუმცა ბევრი ფაქტორი არსებობს, რითაც ამის ახსნა შეიძლება”, – განაცხადა ხავი ერნანდესმა. წყარო: Sport.es | |
|
სულ კომენტარები: 0 | |