9:29 PM ხავი მარტინესს ოპერაცია ჩაუტარდა | |
![]() საზარდულის ტრავმასთან დაკავშირებით, "ბაიერნის” ნახევარმცველ ხავი მარტინესს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. შეგახსენებთ, მარტინესმა ტრავმა უეფას სუპერთასის ეგიდით "ჩელსისთან” გამართულ დაპირისპირებაში მიიღო. ოპერაცია, რომელიც მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა, საჭირო გახდა, რადგან 25-წლის ფეხბურთელს საზარდული გამუდმებით აწუხებდა. ასე რომ, მომავალი რამოდენიმე კვირის განმავლობაში "ბაიერნს” მარტინესის გარეშე მოუწევს ასპარეზობა. წყარო: FCBayern.t-com.de | |
|
სულ კომენტარები: 0 | |