10:20 AM ხავი მარტინესი: “ხავი – მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია” | |
![]() "ბაიერნის” ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა "ბარსელონასთან” მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის ვეტერანს ხავის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად თვლის. "ხავი – მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია და "ბარსელონას” მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, ჩვენ ორ შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ. გულშემატკივრები ამ სპექტაკლით სიამოვნებას მიიღებენ. გუნდს ლონდონში წასვლა უნდა (სადაც ტურნირის ფინალური დაპირისპირება გაიმართება)”. საუბრის მიწურულს მარტინესმა ისიც განაცხადა, რომ ბილბაოს "ატლეტიკიდან” "რეკორდმაისტერის” რიგებში გადაბარგებას არ ნანობს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |