1:01 PM ხავი: “ბარსელონას” ცვლილებები არ სჭირდება | |
![]() "ბლაუგრანას” ნახევარმცველმა "ბარსელონას” საჩემპიონო სეზონი შეაფასა. "ვამაყობ იმით, რომ კვლავ ჩემპიონები გავხდით. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებთან ერთადაც გუნდს ნათელი მომავალი ელოდება. ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონა” უკვე უახლოეს დროში კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს”, – აცხადებს ხავი. "ზოგიერთი ანალიტიკოსი და სპეციალისტი ამბობს, რომ "ბარსას” ყველაფრის კარდინალურად შეცვლა სჭირდება, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მხოლოდ პრიმერა დივიზიონი მოვიგეთ”. "თუმცა ჩემი აზრით, ჩვენ ცვლილებები არ გვჭირდება. ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე უნდა ვიმუშაოთ. მიუხედავად ამისა, არამგონია გუნდს დიდი ცვლილებები ელოდეს. ჯერჯერობით "ბარსელონაში” ყველაფერი წესრიგშია”, – დაასრულა "ბლაუგრანას” ნახევარმცველმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |